ახალი ამბები

პუტინი: რუსეთს ნატოს ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს

17 დეკემბერი, 2023 • 1773
პუტინი: რუსეთს ნატოს ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ნატოს წევრ ქვეყნებთან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები თავად იგონებენ ხელოვნურ პრობლემებს, რადგან არ სურთ მოსკოვის მსგავსი კონკურენტი. ამის შესახებ პუტინმა პავლე ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

“ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მათ შორის ნატოს ქვეყნებთანაც… ვისთან გვაქვს რაიმე პრობლემა? არავისთან. თვითონ იგონებენ ხელოვნურ პრობლემებს. ეს არის და ეს”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთს ნატოს წევრებთან არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს და დაინტერესებულია მათთან ურთიერთობების განვითარებით.

პუტინის სიტყვების საპირისპიროდ, კრემლის პროპაგანდისტები რუსეთის სამთავრობო არხებიდან პერმანენტულად ავრცელებენ ეთერებში მოსაზრებას, რომ სინამდვილეში რუსეთი არა უკრაინას, არამედ ნატოს ებრძვის. ისინი ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ მოსკოვმა კიევის აღება ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი