ახალი ამბები

ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკრაინის თავდაცვაზეა დამოკიდებული – ბორელი

12 დეკემბერი, 2023 • 966
ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკრაინის თავდაცვაზეა დამოკიდებული – ბორელი

11 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართა . საბჭოს ხელმძღვანელობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

საბჭოს შემდეგ, სანამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართებოდა, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებდნენ მონაწილეობას, პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაიცავს თავს უკრაინა.

“უკრაინამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. ისინი იბრძვიან ომში და ბევრს მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის. რუსეთი გასულ ღამესაც დაესხა თავს უკრაინას, მიზანში კვლავ იღებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ პუტინს, მიაღწიოს თავის მიზნებს, და განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა. გარდა სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერისა, უნდა ვიმუშაოთ გრძელვადიანი დაფინანსების გეგმაზეც. დღეს მინისტრების უმრავლესობა ნათლად შევთანხმდით, რომ ახლა არ არის უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შემცირების დრო. პირიქით, ახლა დროა, რომ გავზარდოთ და დავაჩქაროთ ჩვენი მხარდაჭერა. ამისთვის ერთიანი უნდა დავრჩეთ”, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი