ახალი ამბები

წინანდლის პრემია 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

9 დეკემბერი, 2023 • 1103
წინანდლის პრემია 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

წინანდლის პრემია 2023 წლის გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გუშინ, 9 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში გამოვლინდნენ. პრემია გაიცა თეატრის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მუსიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, პროზის, სახვითი ხელოვნების, კინოსა და პოეზიის მიმართულებებში.

აღნიშნულ კატეგორიებში გამარჯვებულები გახდნენ:

  • თეატრალური ხელოვნებაში: ნიკოლოზ ბაქრაძე, პრესლის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „ფიწალი დისნეი” — „თეატრი ათონელზე”
  • კინოხელოვნებაში: სანდრო სამხარაძე სერიალში „ხელოვნური სუნთქვა” განსახიერებული როლისთვის
  • პოეზიაში: პაპუნა ფირცხალაიშვილი  — ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნებული ლექსებისთვის
  • პროზაში: მათე ბაღაშვილი — რომანისთვის „ბეტონებს იქით”
  • მუსიკაში: გიორგი კობერიძე — კომპოზიციისთვის „ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები”
  • სახვით ხელოვნებაში: მიშიკო სულაკაური — ინსტალაციისთვის „ქუჯაი ის აღარ არის”
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: ქეთევან კოტორაშვილი — ნაშრომისთვის „რატომ არ მოითხოვს მზეზე უფრო ძველი ვარსკვლავების ბრუნვის ევოლუციის შესწავლა დინამოს მოდის ცვლილებას”
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებებში: გიორგი ჯღარკავა — ნაშრომისთვის „ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის ანალიზი”

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები შეამჩნიონ, განსაკუთრებით დღეს, როცა ხელოვნება ცენზურის ქვეშ არის და ასეულობით ხელოვანი ბოიკოტშია”, — ასე მიმართა აუდიტორიას წინანდლის პრემიის დაჯილდოებაზე მსახიობმა სანდრო სამხარაძემ.

“მე მჯერა, რომ ჩვენ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ახლა დაიწყება ჩვენი მთავარი შრომა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და მგონია, რომ ეს უნდა იქცეს ამ წლების და შემდეგი წლების მთავარ ნარატივად. ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, ეს მოვთხოვოთ ხელისუფლებას. ასევე, ყველანაირად ვეცადოთ, რომ 2024 წელს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები”, — განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, წინანდლის პრემია პროზის ნომინაციაში მოიგო მათე ბაღაშვილმა, რომელმაც საკუთარი გამარჯვება 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს მიუძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი