ახალი ამბები

მერიამ 20-ზე მეტი უნებართვო, დაუსრულებელი შენობა დაანგრია

6 დეკემბერი, 2023 • 679
მერიამ 20-ზე მეტი უნებართვო, დაუსრულებელი შენობა დაანგრია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა.

ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების მიერ კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად ხორციელდება“, — აცხადებს მერია და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას ჰპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი