ახალი ამბები

რუსეთში ღვინის აქციზი 3-ჯერ იზრდება

5 დეკემბერი, 2023 • 1301
რუსეთში ღვინის აქციზი 3-ჯერ იზრდება

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 მაისიდან აქციზი რიგ ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე, 3-ჯერ გაიზრდება. ამასთან ერთად, ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

„ტასს“-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას.

ამჟამად ერთ ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლს [დაახლოებით 1 ლარს] შეადგენს. მაისიდან აქციზის ოდენობა გახდება 108 რუბლი [დაახლოებით 3 ლარი].

2025 წლიდან აქციზი 112 რუბლი გახდება, 2026-დან კი – 116.

რუსეთი ერთ-ერთი მთავარი ბაზარია ქართული ღვინისთვის – 2023-ის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტის 65% სწორედ რუსეთზე მოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი