ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მოსკოვი ერევანს მოკავშირედ მიიჩნევს”- პესკოვი

30 ნოემბერი, 2023 • 1182
“მოსკოვი ერევანს მოკავშირედ მიიჩნევს”- პესკოვი

“მოსკოვი ერევანს მოკავშირედ მიიჩნევს და გეგმავს მასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერაზე.

“სომხეთი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ამყარებს იმ სახელმწიფოებთან, ვისთანაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩვენ სომხეთთან ჩვენი ურთიერთობები გვაქვს. სომხეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ გავაგრძელებთ სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას”, – ამბობს პესკოვი.

2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციასა” და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში სომხეთმა, კონკრეტულად კი ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთი და რუსი სამშვიდოებოები დაადანაშაულა და ამასთან, დასავლეთში უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორების ძიებაზე ღიად დაიწყო განცხადებები. ერევნის მხრიდან ყველა მსგავს განცხადებას კრემლი კრიტიკულად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი