„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, კირილო ბუდანოვის მეუღლე მარიანა მოწამლეს ვერცხლისწყლითა და დარიშხანით.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მათ განუცხადა უწყებაში არსებულმა წყარომ.
ინფორმაცია მარიანა ბუდანოვას მოწამვლაზე გუშინ გავრცელდა. იგი ოფიციალურად დაადასტურეს მთავარ სადაზვერვო სამმართველოშიც.
მაშინ ცნობილი არ იყო, კონკრეტულად რითი მოწამლეს მარიანა ბუდანოვა.
წყაროების ინფორმაციით, თავად მარიანამ უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი და თავს უკეთესად გრძნობს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მის გარდა ბუდანოვის უწყების რამდენიმე სხვა თანამშრომელიც მოწამლეს, რომლებიც ასევე გადიან მკურნალობის კურსს.
„ერ-ბე-კა უკრაინას“ ცნობით, თავად ბუდანოვი მოწამლული არაა.
კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ მეუღლე, უსაფრთხოების მიზნით, მასთან ერთად კაბინეტში 24/7-ზე ცხოვრობს. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის მკვლელობა ათზე მეტჯერ სცადეს.