ახალი ამბები

„აპლოდისმენტები“ – დუმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას აქებს

29 ნოემბერი, 2023 • 7736
„აპლოდისმენტები“ – დუმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას აქებს

„აპლოდისმენტები“ – რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. მისი თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში, თბილისმა სიმამაცე გამოიჩინა და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას.

სლუცკის განცხადებით, საქართველოხ მთავრობა უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით. იგი აღნიშნავს, რომ ასეთი პოლიტიკის წყალობით საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მათ შორის რუსი ტურისტებისგან მიღებული „არცთუ ისე ცუდი შემოსავლის“ წყალობით.

სლუცკიმ ეს განცხადება კომიტეტში ევროკავშირის სანქციების განხილვისას გააკეთა. რუსი დეპუტატები ბრიუსელის მიერ სანქციების 12-ე პაკეტის მზადებაზე ბჭობდნენ.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, სანქციებთან მიერთება დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაო ხანია, აქებენ ოფიციალურ თბილისს სანქციებთან არმიერთებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი