ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა სომხეთიდან შეტანილ პროდუქციაში პესტიციდები “აღმოაჩინა”

29 ნოემბერი, 2023 • 2921
რუსეთმა სომხეთიდან შეტანილ პროდუქციაში პესტიციდები “აღმოაჩინა”

სომხეთსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობების გართულების ფონზე, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული მეთვალყურეობის [როსსელხოზნადზორი] რუსეთის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სომხეთიდან რუსეთში გასაყიდად გატანილი მცენარეები, ბოსტნეული და ხილი “პესტიციდებითაა გაჯერებული” და სომეხ კოლეგებს სთხოვენ,”დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კანონდარღვევის აღსაკვეთად”.

უწყების ცნობით, 72 შემთხვევაში სომხეთიდან მიღებული პროდუქცია “დაავადებული” აღმოჩნდა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, საუბარია სომხეთიდან შეტანილ ყვავილებზე, ჩირზე, ყურძენზე, ყვავილოვან კომბოსტოზე, პომიდორზე, წიწაკაზე, ბადრიჯანზე, ვაშლზე და მსხალზე.

რამდენიმე კვირის წინ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთიდან დისტილატის [კონიაკის ნედლეულის] შეტანა შეიზღუდება და ნედლეულს საქართველოდან შეიტანენ. ეს ფაქტი რუსმა ექსპერტებმა რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთოების ბოლოდროინდელ გართულებას დაუკავშირეს.

რუსეთის ბაზარზე კონიაკის სომხური ნედლეული შესაძლოა ქართულმა ჩაანაცვლოს

2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციასა” და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში სომხეთმა, კონკრეტულად კი ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი და რუსი სამშვიდოებოები დაადანაშაულა და ამასთან, დასავლეთში ახალი პარტნიორების ძიებაზე ღიად დაიწყო განცხადებები. ერევნის მხრიდან ყველა მსგავს განცხადებას, კრემლი, ასევე კრიტიკულად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი