ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია ფაშინიანს აკრიტიკებს “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე” განცხადების გამო

27 ნოემბერი, 2023 • 1438
ბჟანია ფაშინიანს აკრიტიკებს “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე” განცხადების გამო

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განცხადება გაავრცელა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამონათქვამთან დაკავშირებით.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, ერთიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთის გავლენით აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დამოუკიდებელ სახელმწიფოს განვითარების უფლებაზე აფხაზი ხალხის მიერ არჩეულ გზას”, – განაცხადა ბჟანიამ.

ამასთან, ბჟანია ფაშინიანს ახსენებს, რომ აფხაზეთი პატივისცემას გამოხატავს მთელი სომეხი ერის მიმართ, რომლის ნაწილმაც საკუთარი წვლილი შეიტანა აფხაზეთში წარსულში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მიმდინარეობისას.

“დღეს სომხური თემი აფხაზეთში წარმოდგენილია ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში, სომხური ენა და კულტურა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია, თავისუფლად ფუნქციონირებს სომხური ეკლესიის სტრუქტურები. აფხაზეთში სომხებს აქვს ყველაფერი ის, რისი გარანტიებიც ვერ მისცა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებს, რომლებიც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და სამშობლოს მასობრივად დატოვების ტრაგედიის პირისპირ აღმოჩდნენ.

მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, უარი თქვას ინდოქტრინირებული რიტორიკისგან და საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ფაქტიური მდგომარეობა გაითვალისწინოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი