ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღელებს ესმით, რომ სომხეთში ცხოვრება რთული იქნება” – როგორ ვტოვებდი ყარაბაღს [ფოტორეპორტაჟი]

29 ნოემბერი, 2023 • 2531
“ყარაბაღელებს ესმით, რომ სომხეთში ცხოვრება რთული იქნება” – როგორ ვტოვებდი ყარაბაღს [ფოტორეპორტაჟი]

მარუტ ვანიანი, ერევანი

19 სექტემბერს დღისით საკუთარ ბინაში, სტეპანაკერტში ვიჯექი, როდესაც ძლიერი აფეთქებების ხმა გავიგე სხვადასხვა სახის შეირაღებიდან – არტილერია, უპილოტო აპარატები, ტყვიამტყორცნები. შემდეგ უკვე ქალებისა და ბავშვების კივილი მესმოდა, რომლებიც სარდაფისკენ გარბოდნენ.

სტეპანკერტში სირენების შესახებ ინფორმაციას იმ დღეს ფეისბუკზე ვავრცელებდი.  მალევე WhatsApp-ზე BBC-დან დამირეკეს და მთხოვეს, მომეყოლა, რა ხდება. ტელეფონი ჰაერში მეკავა, რათა სროლის ხმები უფრო მკაფიოდ გაეგოთ.

საარტილერიო სროლები შემდეგი დღის დილამდე გაგრძელდა. დილით უკვე პირველ მსხვერპლებს მარხავდნენ, ტრაქტორები მიწას თხრიდნენ სამხედრო სასაფლაოზე. ერთი მარხავდა შვილს, მეორე ძმას ან ქმარს – ეს იყო ნამდვილი ქაოსი. ზოგიერთის ცხედარი დღესაც არაა ნაპოვნი.

სტეპანაკერტი "სპეცოპერაციის" დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

სტეპანაკერტი “სპეცოპერაციის” დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

 ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბარში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბაღში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

სოფლებიდან ხალხი დედაქალაქისკენ წამოვიდა, სადაც სკოლებს აფარებდა თავს. თანდათანობით, ხალხმა პირველადი საჭიროების ნივთების მოგროვება დაიწყო ყარაბაღიდან შესაძლო წასვლის შემთხვევაში.

სტეპანაკერტი "სპეცოპერაციის" დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

სტეპანაკერტი “სპეცოპერაციის” დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

თავშესაფარი სტეპანაკერტის სკოლებში; ფოტო: მარუტ ვანიანი; karabakh

თავშესაფარი სტეპანაკერტის სკოლებში; ფოტო: მარუტ ვანიანი; karabakh

 ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბარში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბაღში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

მთელი ქალაქი კვამლში იყო გახვეული. ხალხი წვავდა სამხედრო ფორმებს, დოკუმენტებს, არქივებსა და საოჯახო ალბომებს. სამედიცინო დაწესებულებები წვავდნენ საკუთარ არქივებს.

 ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბარში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბაღში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

25 სექტემბერს ყარაბაღელი სომხების სომხეთში გასვლის ტალღა დაიწყო. საცობის სიგრძე რამდენიმე ათეულ კილომეტრს მოიცავდა.

 ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბარში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

ფოტო: მარუტ ვანიანი; ყარაბაღში ცხოვრების უკანასკნელი საათები; karabakh

“აზერბაიჯანის სპეცოპერაცია” სომხური მხრიდან 220-მდე მსხვერპლით დასრულდა. დღემდე 87 პაციენტი მკურნალობს ერევნის დამწვრობის კლინიკაში მას შემდეგ, რაც 25 სექტემბერს ყარაბაღში მოხდა საწვავის საწყობში აფეთქება. 10-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

წითელი ჯვრის მონაცემებით, დღეს მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათეული სომეხი რჩება, რომელსაც ორგანიზაცია პირველადი საჭიროების საკვებით ამარაგებს. ეს, ძირითადად, ის ხალხი, ვისაც აქვს ფიზიკური შეზღუდვები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვინც ვერ დაუკავშირდა ახლობელს და ვერ გააღწია სომხეთში.

სომხეთის მთავრობამ ყველა დევნილს 100 ათასი დრამი [დაახლოებით, 220$] გამოუყო და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. თუმცა, ყველა ყარაბაღელს ესმის, რომ ეს დახმარება ოდესმე ამოიწურება. ადამიანები ხვდებიან, რომ ვერც ყარაბაღში დაბრუნდებიან და სომხეთში ცხოვრებაც არ იქნება მარტივი – პირიქით.

ყარაბაღელ სომხებს არ აქვთ სომხეთის სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის შესაძლებლობა პასპორტების გამო. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ მათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ყარაბაღელები ამაზე უარს ამბობენ, რადგანაც მოქალაქეობის მიღებით მთავრობის მიერ დადგენილ დევნილობის ფინანსურ შემწეობას დაკარგავენ.

ყარაბაღელ სომხებს ისეთივე პასპორტი აქვთ, როგორიც სომხეთის მოქალაქეებს, თუმცა პასპორტზე დატანილი კოდი 070 მაინც ასხვავებს მათ სომხეთის მოქალაქეებისგან. შესაბამისად, ყარაბაღელებს დღესდღეობით არ აქვთ უფლება, დაიწყონ ოფიციალური სამსახური, აიღონ კრედიტი ბანკში და ა.შ.
ყარაბაღიდან დევნილი დონარა სომხეთშიც იმავე საქმით დაკავდა, რასაც ყარაბაღში აკეთებდა - აცხობს ადგილობრივ პურს. ფოტო: მარუტ ვანიანი; karabakh

ყარაბაღიდან დევნილი დონარა სომხეთშიც იმავე საქმით დაკავდა, რასაც ყარაბაღში აკეთებდა – აცხობს ადგილობრივ პურს. ფოტო: მარუტ ვანიანი; karabakh

ერევანში, ყარაბაღელები ბანკიდან ცდილობენ გაიტანონ დეპოზიტები; ფოტო: მარუტ ვანიანი; karabakh

ერევანში, ყარაბაღელები ბანკიდან ცდილობენ გაიტანონ ოქრო და დეპოზიტები; ფოტო: მარუტ ვანიანი;

ყარაბაღელების აქცია ერევანში მიგრაციის სამინისტროს წინ 5 ნოემბერს, სადაც ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, მიანიჭონ მათ დევნილის სტატუსი ან  მოქალაქეობა, რამაც ყარაბაღელები გაურკვევლობაში ჩააგდო. ფოტო: მარუტ ვანიანი

“მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების კვლავ მთიან ყარაბაღში დაბრუნების საკითხი განიხილება, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში, თუმცა, დღესდღეობით, ეს არარეალურია”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 24 ნოემბერს პირდაპირ ეთერში.

სომხეთი უკვე დატოვა 16 ათასმა ყარაბაღელმა სომეხმა და საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში გადავიდა.

“ვერასდროს ვიცხოვრებ აზერბაიჯანული დროშის ქვეშ ყარაბაღში”, -ამბობს ლიანა ყარაბაღიდან, რომელიც დღეს, სხვა 100 ათასამდე დევნილთან ერთად, ასევე, ერევანში ცხოვრობს.

აქცია ყარაბაღში "სპეცოპერაციის" დღეებში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ; ფოტო: მარუტ ვანიანი

აქცია ყარაბაღში “სპეცოპერაციის” დღეებში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ; ფოტო: მარუტ ვანიანი

სტეპანაკერტი "სპეცოპერაციის" დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

სტეპანაკერტი “სპეცოპერაციის” დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

სტეპანაკერტი "სპეცოპერაციის" დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

სტეპანაკერტი “სპეცოპერაციის” დღეებში; ფოტო: მარუტ ვანიანი

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი