ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი ქვეყანაა, მათ შორის, სომხეთი”- ალიევი

24 ნოემბერი, 2023 • 3833
“მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი ქვეყანაა, მათ შორის, სომხეთი”- ალიევი

“მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი, დამოკიდებელი და ერთდოულად ორ ან მეტ სკამზე მოსხდომის, რამდენიმე ბატონისთვის მსახურების მსურველი სახელმწიფოა. მათ შორის ერთ-ერთი არის აზერბაიჯანის მეზობელი სომხეთი”,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალეივმა ბაქოში ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტზე განაცხადა.

“ასეთ ქვეყნებს ვერ უწოდებ დამოუკიდებელს. ასეთი ქვეყნების პოლიტიკა არაა დაფუძნებული მათი ხალხის ნებაზე, მათი ბედი სხვა სახელმწიფო სპონსორების ხელშია”.

აქამდე მიღებული იყო აზრი, რომ სომხეთი აბალანსებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, ევროკავშირთან, მეორე მხრივ კი, რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, თუმცა ყარაბაღის 2020 და 2023 წლის ომების შემდეგ ერევნის საგრეო პოლიტიკის პრიორიტეტი გახდა დასავლეთის ქვეყნებთან, როგორც უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირეებთან, ურთიერთობის გაღრმავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი