ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაზრდილი საბაჟო გადასახადის გამო რუსეთიდან ცხინვალში პროდუქცია ვერ შეაქვთ

24 ნოემბერი, 2023 • 1357
გაზრდილი საბაჟო გადასახადის გამო რუსეთიდან ცხინვალში პროდუქცია ვერ შეაქვთ

“ქვედა ზარამაგის” გამშვებ პუნქტზე, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს რუსეთთთან აკავშირებს შეზღუდულია ტვირთების შეტანა რუსეთიდან.

“მეწარმე გადამზიდავები ითხოვენ პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრას”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზინდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში რუსეთის საკონსულოს და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ოსური მხარის ცნობითვე, მოსკოვში იმყოფებიან სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, სადაც განიხილავენ სამხრეთ ოსეთისთვის დამატებითი გადასახადის გაუქმების საკითხს.

2023 წლის პირველი ოქტომბრიდან, რუსეთის მთავრობის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციიდან გასული საქონლის საბაჟო გადასახადი 7%-მდე გაიზარდა. ცვლილება ვრცელდება როგორც რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ სამხრეთ ოსეთზე, ასევე აფხაზეთზე. თავის მხრივ, ეს ცვლილება რუსულ საქონელზე ფასების ზრდას მოიაზრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი