24 ნოემბრიდან ფინეთი დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან, გარდა ერთისა, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს, — განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
ფინეთი ამ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შემცირების აუცილებლობით ხსნის. ჰელსინკიმ რამდენიმე გადასასვლელი უკვე დაკეტა და მოსკოვი მიგრანტების გაყვანაში დაადანაშაულა. ფინეთი დახურავს დარჩენილი ოთხიდან სამ სასაზღვრო გამშვები პუნქტს და დარჩება მხოლოდ „რაია-იოსეპის“ გამშვები პუნქტი.
„რაია-იოსეპი მდებარეობს ყველაზე ჩრდილოეთი და იქ მისასვლელად რეალური ძალისხმევაა საჭირო“, — განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ჰელსინკის ცნობით, თავშესაფრის მაძიებლები მოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან რუსეთის გავლით, მათ შორის იემენიდან, ავღანეთიდან, კენიადან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან და სირიიდან.
მოსკოვმა გამოაცხადა ოფიციალური პროტესტი ფინეთის მიერ საზღვრის ნაწილობრივი ჩაკეტვის გამო და თქვა, რომ ეს ანტირუსული პოზიციის გამოხატულებაა.