ახალი ამბები

“ლელოს” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად საბა ბუაძე აირჩიეს

20 ნოემბერი, 2023 • 1734
“ლელოს” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად საბა ბუაძე აირჩიეს

დღეს პარტია “ლელომ” თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა. თავმჯდომარედ დედაქალაქის საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე აირჩიეს.

პარტიამ ორგანიზაცია დააფუძნა კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაც იყო “დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი”. თავმჯდომარის გარდა, კონფერენციაზე აირჩიეს მმართველი საბჭო. საბჭო 12 წევრისგან შედგება. ესენია: ნიკა ჩერქეზიშვილი, მაია რომელაშვილი, მანჩო ღვინჯილია, რამაზ მანდარია, ვატო სურგულაძე, ბექა მერმიშვილი, თამარ გიორგაშვილი, გალაკტიონ კალმახელიძე, თამარ ბოკოველი, ნინო ქათამაძე, ნათია ქობალია, თამი ჟორჟოლიანი.

“როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქალაქში რაღაცის შეცვლა გვინდა, პირველ რიგში, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი – უნდა დავიბრუნოთ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლებისგან და ვთქვათ და გავიმეოროთ, რომ თბილისი აუცილებლად გახდება მოწინავე ევროპული დედაქალაქი”, – განაცხადა კონფერენციაზე საბა ბუაძემ.

ბუაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც, მისი აზრით, თბილისში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მათ შორის, სატრანსპორტო რეფორმა, ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება და გაფართოება, “ურბანული გენოციდის” შეჩერება, მწვანე სივრცეების დაბრუნება და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი