სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, დღეიდან მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავზობს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფარგლებში, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია ნაბიჯების მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000+ ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტებს საჩუქრად ერიცხებათ 200MB ინტერნეტი. ამ ეტაპზე აქცია ხელმისაწვდომია iOS სისტემის მომხმარებლებისთვის.
აქციით სარგებლობისთვის:
- დაეთანხმეთ Steps ბონუს აქციის წესებსა და პირობებს და მიაბით პერსონალური მეილი
- გასააქტიურებლად, MyCellfie -ს ჩაურთეთ წვდომა ნაბიჯების მთვლელ iOS აპლიკაციაზე Apple Health
- გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლად, აუცილებელია დღეში ერთხელ მაინც შეხვიდეთ აპლიკაციაში
- დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 საათია
ნაბიჯები დაითვლება 1 კალენდარული დღის განმავლობაში, 00:00 საათიდან მომდევ-ნო დღის 00:00 საათამდე და დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB -ია. აქციაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.