ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში ოთხკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიაზე 50 ტონამდე საწვავისა და საპოხი მასალების კონტრაბანდა.
როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, საწვავის გადატუმბვა საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალში უმოქმედო სამელიორაციო სისტემის წყლის მილით ხდებოდა.
ცხინვალის ცნობითვე, დაკავებულები აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რის შემდეგაც დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.