ახალი ამბები

პრეზიდენტის პრესსამსახურმა ”ეხო მოსკვის” შეცდომაზე მიუთითა

27 აგვისტო, 2010 • 1086
პრეზიდენტის პრესსამსახურმა  ”ეხო მოსკვის” შეცდომაზე მიუთითა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს რადიო “ეხო მოსკვი“ -ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა.

 პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუ ”ეხო მოსკვიმ” 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ ”საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში დაშვებული იყო სერიოზული უზუსტობა.  კერძოდ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები  შემდეგნაირადაა მოხსენებული:

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მთელი რუსი ხალხი. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც  თავს იმპერიად თვლიდა, ყოველთვის  კარგი დამპყრობელი იყო, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი”

საქართველოს პრეზიდენტის ზუსტი ციტატა კი ასეთია:

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან,  მხედველობაში მყავს არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც  თავს იმპერიად თვლიდა, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი”.

ამჟამად ”ეხო მოსკვის” ვებ გვერდზე სწორედ მეორე ციტატაა განთავსებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი