ახალი ამბები

საქართველომ იტალიას „მაფიის ტიპის დაჯგუფების“ წევრი გადასცა – პროკურატურა

10 ნოემბერი, 2023 • 892
საქართველომ იტალიას „მაფიის ტიპის დაჯგუფების“ წევრი გადასცა – პროკურატურა

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა იტალიელ კოლეგებს გადასცეს „მაფიის ტიპის დაჯგუფების“ წევრი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

პროკურატურის განცხადებით, იტალიაში ექსტრადირებული იძებნებოდა: მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის.

„[იტალიური მხარის] გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.

აღნიშნული პირი და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული თბილისში დააკავეს და მისი ექსტრადიციის გადაყწვეტილება 16 ოქტომბერს ყოფილა მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი