ახალი ამბები

ლოცვა გეი აღლუმის წინააღმდეგ

26 აგვისტო, 2010 • 1206
ლოცვა გეი აღლუმის წინააღმდეგ

ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციებს დილიდან გეგმავს, რადგან  ისინი 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარებას ელოდებიან. ბათუმის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირი და მრევლი 25 აგვისტოს საღამოს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. აქვე მდებარეობს სასტუმრო შერატონი, სადაც სასულიერო პირების განცხადებით უცხოეთიდან ჩამოსული ჰომოსექსუალები არიან.

აქციის მონაწილეებმა  ბათუმის მთავარი ქუჩა გადაკეტეს და ლოცვა წაიკითხეს. საპატრულო პოლიციის ერთადერთმა ავტომანქანამ მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, როცა  აქციის მონაწილეებმა  პატრულის ერთ–ერთ თანამშრომელს თხოვნით მიმართეს..

მასალების გადაბეჭდვის წესი