ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა ხანქენდში/სტეპანაკერტში სამხედრო აღლუმი გამართა

8 ნოემბერი, 2023 • 1517
ალიევმა ხანქენდში/სტეპანაკერტში სამხედრო აღლუმი გამართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო აღლუმი გამართა 2023 წლის სექტებერში  მთიან ყარაბაღში ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციის” შედეგად დაკავებულ სტეპანაკერტში/ხანქენდში. აღლუმს ალიევის ცოლი მეჰრიბან ალიევა და მათი შვილი ჰეიდარ ალიევიც დაესწრნენ.

აღლუმი ხანქენდში; ფოტო: trend.az

აღლუმი ხანქენდში; ფოტო: trend.az

აღლუმი ხანქენდში; ფოტო: trend.az

აღლუმი ხანქენდში; ფოტო: trend.az

აღლუმი ხანქენდში; ფოტო: trend.az

აღლუმი ხანქენდში; ფოტო: trend.az

 

ოფიციალური ცნობით, სამხედრო აღლუმი გამართეს მთიან ყარაბაღში 2020 წლის “სამამულო ომის” მესამე წლისთავზე.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი