ახალი ამბებირეკლამა

„თეგეტას“ გამარჯვებული CSR პროექტები –  კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023

6 ნოემბერი, 2023 • 3241
„თეგეტას“ გამარჯვებული CSR პროექტები –  კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023

„თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვას მოიცავს. ამ მიმართულებებით ჰოლდინგმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, არაერთი პროექტი განახორციელა, რომლებიც მდგრადი განვითარების იდეასა და მიზნებს პასუხობს.

„თეგეტა ჰოლდინგის“  ხედვა გარემოსდაცვით და საზოგადოებრივ გამოწვევებს უპასუხოს თანმიმდევრული ნაბიჯებით, „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023-ის“ წარდგენილ პროექტებში გაერთიანდა და კომპანიას ღონისძიებაზე 2 ნომინაციაში მოუტანა გამარჯვება.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

სწორედ ამ კრიტერიუმებთან თანხვედრის შედეგად „თეგეტა ჰოლდინგმა“ მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში ორი ჯილდო მოიპოვა. ნომინაციებში – „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ და „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ – საერთაშორისო ჟიურის რჩეული გახდა პროექტები – „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: „ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა ჯილდო, რომელიც ჩვენმა კომპანიამ სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის დაიმსახურა. „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, რომლის  პრიორიტეტული  მიმართულებები  სწორედ  გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა. გვიხარია, რომ ჯილდოებიც ამ მიმართულებით მივიღეთ და ჟიურიმ თავისი ეფექტიანობით ის პროექტები შეაფასა, რომლებზეც წლებია ვმუშაობთ. ჩვენთვის ეს გამარჯვება დასტურია, რომ კომპანიის სტრატეგიულ CSR მიზნებს,  აქვთ რეალური დადებითი გავლენები გარემოსა და საზოგადოებაზე. გვაქვს დიდი სურვილი, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო ინიციატივასა და პროექტს ჩავუყაროთ საფუძველი “.

1

პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“ აერთიანებს ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის მხრივ და 2022-2023 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს. პროექტში ჰოლდინგის მიდგომა სამ ძირითად მიმართულებაშია გაერთიანებული. ესენია: მდგრადი სატრანსპორტო და სამშენებლო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების მართვა და ცნობიერების ამაღლება.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: ნულოვანი ემისიების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტები მოიცავს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიების საქმიანობას ემისიების შემცირების კუთხით, კერძოდ, ელექტრომანქანებისა და Plug-in ჰიბრიდების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე ჰოლდინგის მიერ მწვანე ობლიგაციების გამოშვებასა და ენერგოეფექტურ მშენებლობებს.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულების, ნარჩენების ეფექტიანად მართვის კუთხით,  „თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია “Tegeta Green Planet” საქმიანობს, რომელიც  საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად ლიცენზირებულ პარტნიორ საწარმოებ აბარებს. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია თეგეტას ოფისებსა და ფილიალებში მაკულატურისა და პლასტმასს ნარჩენების შესაგროვებლად და გადასამუშავებლად სპეციალური ყუთებია განთავსებული.

ცნობიერების ამაღლება ის მესამე მიმართულებაა, რომელიც პროექტში თეგეტა გარემოსთვის ერთიანდება. ამ მიზნით მთელი წლის განმავლობაში კომპანია თავისი თანამშრომლებისა და პარტნიორი ბრენდების ჩართულობით არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა დასუფთავების აქციები, გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერა სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად და სხვ.“.

2

მეორე კატეგორია, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაიმარჯვა, „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდაა.“ გამარჯვებული პროექტი, „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“, ჰოლდინგის მიერ განხორციელებულ პრო ბონო აქტივობებსა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს აერთიანებს.

„თეგეტა ჰოლდინგი“ 2022 წლიდან „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად სხვადასხვა აქტივობას მიმართავს. კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ერთი კომპანიის მიერ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლების გაძლიერებას გულისხმობს, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი: „პრო ბონო  პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა აკადემიის“ 14 თანამშრომლის ჩართულობით, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათი დაეთმო. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების მხარდაჭერას ჰოლდინგი უზრუნველყოფს პლატფორმაზე Tegeta care. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, გაეცნონ სოციალურ საწარმოებს, მარტივად გააკეთონ დონაცია და დაეხმარონ მათ სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების მიღწევაში. .

„თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვა გარემოსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ამით არ სრულდება. მეტიც, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თეგეტასთვის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჰოლდინგის მიერ შემუშავებულ გრძელვადიან სტრატეგიაში  გაწერილია კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები. თითოეულ მიმართულებაზე შემუშავებული სტრატეგიული გეგმების განხორციელებას კომპანია 2030 წლამდე პერიოდში აპირებს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი