ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადებაშია ჩართული” – პატრუშევი

6 ნოემბერი, 2023 • 1479
“მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადებაშია ჩართული” – პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვი კონტაქტზე იმყოფება ბაქოსა და ერევანთან ამ სახელმწიფოებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით.

“ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით თანმიმდევრული ძალისხმევა იყო გაწეული სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებისთვის. მიმდინარეობს ამ სახელმწიფოებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადება”.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყო, თუმცა მხარეები რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ, მათ შორის- მთიანი ყარაბაღის სტატუსზე. თუმცა მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. იმის მიუხედავად, რომ მომხდარში სომხეთი რუსულ მხარეს და მის სამშვიდობო კონტინგენტს ადანაშაულებს, რომელსაც, სომხეთის მტკიცებით, უნდა დაეცვა აზერბაიჯანისგან ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა,  ამ კუთხით ერევანსა და მოსკოვსა შორის ისმის ერთმანეთის მიმართ კრიტიკა და ნეგატიური რიტორიკა. დღესდღეობით რუსეთი ამ ქვეყნებს შორის შუამავლის როლს კვლავ საკუთარ თავში ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი