ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ქანდაკება დაუდგეს

2 ნოემბერი, 2023 • 1539
პუტინს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ქანდაკება დაუდგეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფელ წორბისში დადგა თავისუფალი სტილის ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლათ თედეევმა.

თავად თედეევს 2017 წელს პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის”

როგორც ტელეგრამ არხი baeston წერს, თედეევმა ქანდაკების გახსნისას ვლადიმერ პუტინზე და 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. მას შემდეეგ ცხინვალში ვლდიმერ პუტინის სახელობის ქუჩაც გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი