ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძარია, იტყობინება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, „ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“ და პროცესში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

თუმცა, „რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება“,- აღნიშავენ უწყებაში.

ამასთან ერთად, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ „მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს“.