ერგნეთში, სადაც ქართულ-ოსური მხარეები, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლების ფასილიტაციით ხვდებიან, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] რიგით 115-ე შეხვედრა დაიწყო.

როგორც ოსური მხარე იუწყება, შეხვედრაზე დაგეგმილია უსაფრთხოების, ასევე წინა შეხვედრის შემდეგ საზღვრის დარღვევის სტატისტიკის განხილვა.

გარდა ამისა, ცხინვალი აცხადებს, რომ ერგნეთში კვლავ დააყენებს საკითხს” სოფელ უისტაში [წნელისი] , რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკანონო ქართული პოლიციის პოსტის” აღებაზე.

ასევე, როგორც ოსური მხარე ამბობს, იგეგმება ჰუმანიტარული საკითხების განხილვაც.

ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს.