ახალი ამბები

გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

31 ოქტომბერი, 2023 • 2791
გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. აღნიშნული განცხადება ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ გააკეთა:

„ჩემი შეწყალება არ მითხოვია მისთვის, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ მას პირველად, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთ ლაპარაკობს.

ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო უკვე მინიშნებები, რომ ისიც შეიძლება გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, რომელშიც თავადაც არის, აღიაროს საკუთარი შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს“ და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშნები და კონსპირაციების აწუხებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს მოიხსნება მყისიერად“ ,— აცხადებს ნიკა გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი