საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ წელს სინოდის სხდომა პირველად ტარდება. მანამდე, სინოდის წევრები 14 თებერვალს შეიკრიბნენ:
„2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
სინოდის სხდომის დღის წესრიგი, როგორგც წესი, სხდომის დაწყებამდე უცნობია.