ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცნობილი გახდა, ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს

30 ოქტომბერი, 2023 • 1038
ცნობილი გახდა, ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია შპს “ინფრასტრუქტურული განვითარება” სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქციით დაკავდება. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს შპს “ინფრასტრუქტურილი განვითარებამ” და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ.

ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთს საკუთრებაში რჩება აეროდრომი, მისი ინფრასტრუქტურა, აეროსადგურის ისტორიული შენობა. ამასთან, პირველადი ამოცანაა აეროდრომის აღდგენა, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია და მისი შესაბამისი განათება. ასევე აშენდება საგზავრო ტერმინალი, განახლდება აეროპორტის ისტორიული შენობა.

აფხაზური მხარის ცნობით, პირველი ტექნიკური ფრენები 2024 წლის ზაფხულში დაიწყება.

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო საუბარი აფხაზურმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუ კურ სისტემაში”.

ოფიციალური ცნობითვე, აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება კერძო ინვესტორის ფულით. წინასწარი შეფასებით კი, მისი აღდგენის პირველი ეტაპის ღირებულება, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობას ითვალისწინებს, 6,5 მილიარდი რუსული რუბლი [დაახლოებით, 800 000 აშშ დოლარი] იქნება.

სოხუმის აეროპორტის მუშაობის დაწყება, მხარეთა ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება და წლიურად მგზავრთა ნაკადი 1,2 მილიონი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი