ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ისტორიულად არ ვეკუთვნით საქართველოს” – ცხინვალი პაპუაშვილს პასუხობს

27 ოქტომბერი, 2023 • 2915
“ისტორიულად არ ვეკუთვნით საქართველოს” – ცხინვალი პაპუაშვილს პასუხობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება პასუხობს საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ.

“რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ნაწილის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის- ოკუპაციით უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე.

“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისტორიულად არ მიეკუთვნებოდნენ საქართველოს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები – ეს ქვეყნებია, რომელთა ერებმა სისხლი გაიღეს საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარების უფლების მისაღებად”, – პასუხობენ პაპუშვილს ცხინვალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი