ახალი ამბები

ვიქტორ ორბანი: „საქართველო მზადაა, გახდეს EU-ის წევრობის კანდიდატი“

26 ოქტომბერი, 2023 • 1161
ვიქტორ ორბანი: „საქართველო მზადაა, გახდეს EU-ის წევრობის კანდიდატი“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველო კარგ ფორმაშია და მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ამის შესახებ ორბანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განუცხადა. ორბანის თქმით, ის მხარს დაუჭერს „პოზიტიურ ტექსტს“ საქართველოსთან დაკავშირებით.

„საქართველო კარგი ქვეყანაა. ის კარგ ფორმაშია, მზადაა, გახდეს წევრობის კანდიდატი. დღეს ჩვენ გვაქვს დისკუსია, შევიმუშავებთ ტექსტს და ვიმედოვნებ, რომ დისკუსიის შედეგად, საქართველო ნახსენები იქნება როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, — განაცხადა ორბანმა.

ევროკავშირის ლიდერები 2023 წლის 26 და 27 ოქტომბერს ბრიუსელში იკრიბებიან. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი უძღვება. ორდღიანი სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ვითარებას, რუსეთის აგრესიის ომის პირობებში უკრაინის მხარდაჭერას, ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტს, ეკონომიკას, მიგრაციას და საგარეო ურთიერთობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი