დიღომში ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 25 ოქტომბერს მოხდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოქალაქეები ერთმანეთს გზის არდათმობის გამო დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.








