ახალი ამბები

USAID საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

25 ოქტომბერი, 2023 • 1531
USAID საქართველოში განათლების სექტორს $14  მილიონით დააფინანსებს

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი.

პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამას საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია „ქემონიქსი“ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი