24 ოქტომბერს თბილისში, ვაზისუბანში ხანძრის შედეგედად დაზარალებული ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, სადაც ხანძრის შედეგად დაშავებული ორი პირი შეიყვანეს. 

“მეორეს მდგომარეობა არ არის კრიტიკული”, – უთხრეს ნეტგაზეთს სამედიცინო დაწესებულებაში. 

ხანძრის შედეგად, რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებას მოჰყვა, სულ სამი პირი დაშავდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა.