ახალი ამბები

ვაზისუბანში ბინა დაიწვა — ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

23 ოქტომბერი, 2023 • 1696
ვაზისუბანში ბინა დაიწვა — ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი