ახალი ამბები

„ნამსხვრევი მომხვდა გვერდში“ – რეჟისორი ოლეჰ სენცოვი დაიჭრა

19 ოქტომბერი, 2023 •
„ნამსხვრევი მომხვდა გვერდში“ – რეჟისორი ოლეჰ სენცოვი დაიჭრა

რეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც უკრაინის ჯარში იბრძვის, ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ ერთხელ დაიჭრა.

„კიდევ ერთხელ დაჭრა. მძიმე არაფერია – ნამსხვრევი მომხვდა გვერდში“, – წერს იგი.

სენცოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე შეუერთდა. ომის დროს მას აგრეთვე კონტუზიაც ჰქონდა მიღებული.

2015 წელს სენცოვი ყირიმში დააკავეს – მან „ყირიმის რუსული თემისა“ და მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ დროშები დაწვა. რეჟისორს ტერორიზმში დასდეს ბრალი და ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წელს, უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლისას, იგი სამშობლოში დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი