თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.








