ახალი ამბები

პუტინი: რუსული ავიაცია შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში პატრულირებას დაიწყებს

18 ოქტომბერი, 2023 •
პუტინი: რუსული ავიაცია შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში პატრულირებას დაიწყებს

რუსული ავიაცია, ჰიპერბგერითი რაკეტებით, „კინჟალით“ შეიარაღებული, შავი ზღვის ნეიტრალური ზონის პატრულირებას დაიწყებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ ეს კეთდება რუსეთის თავდაცვისთვის. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ „კინჟალის“ მოქმედების რადიუსი ათას კილომეტრზე მეტია.

„არაა მუქარა, რასაც ახლა დავაანონსებ: ჩემი დავალებით, საჰაერო-კოსმოსური ძალები დაიწყებენ შავი ზღვის ნეიტრალური ზონის საჰაერო სივრცეში მუდმივ პატრულირებას“, – ციტირებს მას „ლენტა“.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იჰნატმა განაცხადა, რომ ეს კარდინალურად არაფერს ცვლის უკრაინისთვის, ვინაიდან რუსეთს ისედაც აქვს საშუალება, „კინჟალი“ უკრაინის მიმართულებით სხვა წერტილებიდან გაისროლოს. თუმცა „უკრაინსკა პრავდასთან“ საუბარში იჰნატმა თქვა, რომ პუტინი შეიძლება აშინებდეს ნატოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაც შავი ზღვის ნეიტრალური ზონიდან „კინჟალის“ ტიპის რაკეტისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი