ახალი ამბები

ვრცელდება ცნობა ხერსონის ოლქში უკრაინელების წინსვლის შესახებ

18 ოქტომბერი, 2023 •
ვრცელდება ცნობა ხერსონის ოლქში უკრაინელების წინსვლის შესახებ

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სოფელი პოიმა დაიკავეს და დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, პესჩანოვკისკენ წაიწიეს, იტყობინება რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხი „რიბარი“.

„დღისით უკრაინის საზღვაო ქვეითების 35-ე და 36-ე ბრიგადების ჯგუფებმა, გადაჯგუფების შემდეგ, გააგრძელეს იერიში რკინიგზის ხიდთან. არტილერიის და დრონების მხარდაჭერით, ქვეითებმა მოახერხეს სოფელ პოიმას დაკავება. დამატებითი ძალების შემდეგ ისინი პესჩანოვკასთან გავიდნენ“, – ვკითხულობთ 17 ოქტომბრის ცნობებში.

„რიბარის“ გარდა უკრაინელთა ამ წარმატებაზე ცნობებს არავინ ავრცელებს – არც ოფიციალური მოსკოვი და არც ოფიციალური კიევი თუ უკრაინული მედია.

სოფლის მდებარეობა ხერსონის ოლქში – რუსეთის კონტროლირებად დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი