ახალი ამბები

ჩინეთში პუტინისა და ორბანის შეხვედრა შედგა

17 ოქტომბერი, 2023 • 966
ჩინეთში პუტინისა და ორბანის შეხვედრა შედგა

ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დაუგეგმავი შეხვედრა შედგა.

რუსული სამთავრობო მედიის, „ტასს“-ის ცნობით, პუტინმა ორბანს შესთავაზა ევროპასა და მსოფლიოში ვითარების განხილვა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ანვითარებს ურთიერთობებს ევროპის ბევრ ქვეყანასთან, ხოლო ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება და კონტაქტების გაფართოება უნდა.

მისივე თქმით, უნგრეთ-რუსეთის ურთიერთობებმა ბევრი რამ დაკარგა ომისა და სანქციების გამო, მაგრამ უნგრეთი ცდილობს გადაარჩინოს, „რაც კი შეიძლება“.

ორბანი და პუტინი ჩინეთში იმყოფებიან „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ სამიტზე, თუმცა მათი შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. „მოსკოვსკი კომსომოლეც“ კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთ-უნგრეთის ორმხრივი კონტაქტები ჩინეთში დაგეგმილი არ იყო.

ვიქტორ ორბანი ხშირად ბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას და ამბობს, რომ ომის დასრულებისთვის არა უკრაინის შეიარაღება, არამედ მოლაპარაკებებია საჭიროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი