ახალი ამბები

აშშ-ის ახალი ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2023 • 995
აშშ-ის ახალი ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ისევე როგორც ელჩის კომენტარს: 

ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერმინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებითგანათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში

მე ასევე ვუთხარი პრემიერმინისტრს, რომ მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი  და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის  უკეთ გაცნობას“,- განაცხადა რობინ დანიგანმა მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით. 

უცნობია, რაზე გაამახვილა ყურადღება  აშშ-ის ახალ ელჩთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი