ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჟენევის დისკუსიები სასარგებლოა” – ცხინვალი

13 ოქტომბერი, 2023 • 2529
“ჟენევის დისკუსიები სასარგებლოა” – ცხინვალი

“სამხრეთოსური მხარე ჟენევის დისკუსიებს სასარგებლოდ მიიჩნევს  და მხარს უჭერს დიალოგის გაგრძელებას აღნიშნულ ფორმატში”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში ჟენევის დისკუსიების დაწყებიდან 15 წლისთავზე.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი