ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის მონაწილეობით დსთ-ს სამიტს ფაშინიანი არ ესწრება

13 ოქტომბერი, 2023 • 2337
პუტინის მონაწილეობით დსთ-ს სამიტს ფაშინიანი არ ესწრება

დსთ -ის ქვეყნების ლიდერების 13 ოქტომბრის სამიტში ბიშკეკში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ მონაწილეობს.

ის, რომ ფაშინიანი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა, სამიტამდე გახდა ცნობილი. კონკრეტული მიზეზი სომხეთის არმონაწილეობაზე არ დასახელებულა  და ერევანმა მიზეზად “გარკვეული გარემოებები” დაასახელა.

სამიტის დღის წესრგი, ოფიციალური ცნობით, 16 პუნქტისგან შედგება, მათ შორისაა რუსული ენის პოპულარიზაციის საკითხი დსთ-ის ქვეყნებში, ადამიანის უფლებები, დანაშაულთან ბრძოლის ზომები და ა.შ.

სამიტში მონაწილეობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი