ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის ახალგახსნილ ოფისს უხელმძღვანელებს

11 ოქტომბერი, 2023 • 1763
სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის ახალგახსნილ ოფისს უხელმძღვანელებს

თბილისში გაიხსნა მიხეილ სააკაშვილის ოფისი, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ჯაფარიძის თქმით, ამ სივრციდან გახდება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პოზიციების შესახებ, ასევე იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მიზნით იქმნება.

„ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შევეგუეთ მის პატიმრობას, არავინ მოგატყუოთ. სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი