დედოფლისწყაროში ნაგავსაყრელზე შუახნის კაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორმა ნარჩენები მოიყოლა, შუახნის კაცი კი მის გაწმენდას ცდილობდა, რა დროსაც ტრაქტორმა მასაც გადაუარა და დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.