ახალი ამბები

ჩოხატაურის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

9 ოქტომბერი, 2023 • 1712
ჩოხატაურის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.

როგორც ნეტგაზეთს ჩოხატაურის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე განცხადებით, ამ დროისთვის გაწმენდილია გზა და აღდგენილია მოძრაობა, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის გამო შეფერხებული იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი