ახალი ამბები

სასამართლოზე სააკაშვილის ხმა თითქმის არ ისმოდა, ადვოკატები პენიტენციურს აკრიტიკებენ

9 ოქტომბერი, 2023 • 2533
სასამართლოზე სააკაშვილის ხმა თითქმის არ ისმოდა, ადვოკატები პენიტენციურს აკრიტიკებენ

სასამართლოზე სააკაშვილის ხმა თითქმის არ ისმოდა, ადვოკატები პენიტენციურს აკრიტიკებენ

მიხეილ სააკაშვილის მხარე ეხმაურება 9 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე ტექნიკურ გაუმართაობას, რომლის გამოც ექსპრეზიდენტის ხმა, რომელიც პროცესზე დისტანციურად ჩაერთო, ფაქტობრივად არ ისმოდა და კავშირი დროდადრო წყდებოდა.

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ არ შეუძლია იმის თქმა, ეს მიზანმიმართულად მოხდა თუ შემთხვევით ხარვეზს ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნავს, რომ არ უკვირს პენიტენციური სამსახურისგან დაბრკოლებების და ხარვეზების შექმნა:

„ჩვენ პენიტენციური სამსახურისგან, ბუნებრივია, დაბრკოლებების, ბარიერების და ხარვეზების შექმნა არ გვიკვირს. ახლა იყო ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება, ადამიანს სიტყვით გამოსვლაში შეუშალო ხელი და ფაქტობრივად ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა.

მე ახლა არ შემიძლია იმის თქმა, მიზანმიმართული იყო თუ არა, იქ თაგვმა ინტერნეტის კაბელი გადაღრღნა თუ ვიღაცამ ღილაკი გათიშა. როდესაც დღეს ვნახეთ ამდენი ხარვეზი, ბუნებრივია, ეს არ ემსახურება არანაირ ჯანსაღ ინტერესს”,- აცხადებს ბექა ბასილაია ტელეკომპანია „პირველთან“.

დღეს, 9 ოქტომბერს, მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილი პროცესს კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი