ახალი ამბები

თელავთან წუხელ 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7 ოქტომბერი, 2023 • 2263
თელავთან წუხელ 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თელავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა ღამით, 02:28 წუთზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ზედაპირიდან 32 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი