ახალი ამბები

აწყურში ხანრის ჩაქრობა ამინდზეა დამოკიდებული

10 აგვისტო, 2010 •
აწყურში ხანრის ჩაქრობა ამინდზეა დამოკიდებული

აწყურში ხანძრის ლოკალიზება დღესაც გრძელდება, თუმცა ხანძრის ლიკვიდირება ამინდზეა დამოკიდებული.

”თუ წვიმა მოვიდა, ლოკალიზება ადვილი იქნება”, – აცხადებს დათო კახიშვილი, სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის უფროსი, რომელმაც დღეს 10 საათზე მოინახულა ხანძრის კერა. –  ”დილის 5 საათზე ვდგებით და დაღამებამდე ვმუშაობთ.”

მისი თქმით, ცეცხლის კერა, ძირითადად, ხეობებშია, კერძოდ კი წრიოხის ღელეში, რომელიც აწყურში მდებარეობს.

ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენებისა და სახანძრო მანქანების საშუალებით ხდება. წყალს ხელოვნურად მოწყობილი საგუბრებიდან იღებენ. ახლომახლო მდინარე არ მიედინება, ამიტომ წყლის აღება მთის ნაჟური წყლებიდან ხდება.

”იმისათვის, რომ სახანძრო მანქანებმა დრო არ დაკარგონ, ”ურალების” საშუალებით აგვაქვს რამოდენიმეტონიანი წყლით სავსე ცისტერნები და ადგილზე ხდება წყლის გადაქაჩვა”, – ამბობს კახიშვილი.

დღეს სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს 400-მდე ადგილობრივი მცხოვრებიც ეხმარება  ცეცხლის ჩაქრობაში.

ხანძრის ფართობის გარკვევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ცეხცლის სრული ლიკვიდირება მოხდება .

მასალების გადაბეჭდვის წესი