ახალი ამბები

18 ათასი თუ 1900? პუტინს აერია, რა რაოდენობის ტექნიკა „გაანადგურა“ რუსეთის არმიამ

6 ოქტომბერი, 2023 • 901
18 ათასი თუ 1900? პუტინს აერია, რა რაოდენობის ტექნიკა „გაანადგურა“ რუსეთის არმიამ

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გუშინდელ გამოსვლაში, რომელიც კრემლის პრესსპიკერის დაპირებით „მსოფლიო მასშტაბის მოვლენა“ უნდა ყოფილიყო, აერია, ტექნიკის რამდენი ერთეული გაანადგურა რუსეთის არმიამ უკრაინასთან ომში.

5 ოქტომბერს, ვალდაის დისკუსიურ კლუბში გამოსვლისას, პუტინმა უკრაინელთა დანაკარგები შეამცირა და 1900 ჯავშანმანქანამდე დაიყვანა:

„კონტრიერიშის დაწყებიდან, ბოლო მონაცემით, მხოლოდ 4 ივნისიდან უკრაინელებმა დაკარგეს 90 ათას ადამიანზე მეტი – ეს სანიტარული, დაუბრუნებელი დანაკარგებია. 557 ტანკი, სხვადასხვა კლასის 1900 ჯავშანმანქანა. დამაჯერებელია, არაა დამაჯერებელი?“, – ციტირებს პუტინს „მედუზა“.

თუმცა ეს განცხადება ეწინააღმდეგება პუტინის 12 სექტემბრის გამოსვლას „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ – მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინამ მხოლოდ კონტრიერიშის ფარგლებში დაკარგა 18 000 ჯავშანმანქანა.

„მედუზის“ თანახმად, პუტინი ირწმუნება, რომ მისმა არმიამ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გაანადგურა 18 000 ჯავშანმანქანა, მაშინ, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მთელი ომის განმავლობაში 12 334 ჯავშანმანქანის განადგურებაზე იუწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი